მიყვარს იაპონია, კითხვა, ტკბილეულობა, ანიმე, ლამაზი ილუსტრაციები, ლამაზი ადამიანები, მინდვრის ყვავილები, ლამაზი და კეთილი ფილმები, ზღაპრები, ჰარი პოტერი სიცილი, პეჩენიები, მუსიკა <33, მზე, კარგი იუმორი, ოცნება, ბალახში კოტრიალი, ჩაი ,მარწყვი,
პეჩენიები, ნუტელა, , წიგნები ,საშიში ისტორიები, თოვლის ბაჭიები დაკიდევბევრი რაღაც.

არ მეხერხება ხუმრობა, რჩევის მიცემა. სამაგიეროდ შემიძლია ყველას მოვუსმინო არ მეზარება. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მიყვარს როცა სხვა მიყვება თავის ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ჩემთან არაფერი არ ხდება ხოლმე . ძირითადად ყველაფერში ნეიტრალური ვარ და იშვიათად ვკამათობ. არ მეხერხება აზრის გამოხატვა, ხშირად ვიბნევი ბრინჯივით :D ვარ ძალიან ზარმაცი, მოუწესრიგებელი, არაპუნქტუალური, გულჩვილი და ა.შ თბილი არ ვარ , მაგრამ მიყვარს სითბო. როცა სხვა გამოხატავს სითბოს სულ ცრემლები მადგება ხოლმე და ნერვები მეშლება ყველაზე ჯღავანა და მტირალა ვარ მგონი :D  ზოგჯერ ვიკბინები ხოლმე, მაგრამ უმიზეზოდ არა,  ვერ ვიტან როცა უხეშობენ ან მაეჭვიანებენ. ძირითადად სულ ვიღიმი ხოლმე და ასეთ დროს სხვებზე დადებითად ვმოქმედებ. კიდე ყოველთვის ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ, ან ვერ ვამბობ –____– ვერ ვიტან წუწუნს, არადა მე სულ ვწუწუნებ ხოლმე

მოკლედ რამდენი ვილაქლაქე

კეთილი იყოს ტკვენი კურსორი ჩემს ბანჯგვლიან ბლოგზე ^____^

12 comments
  1. მეც მიყვარს რაც შენ ჩამოთვალე
    შემოვივლი ხოლმე ამ ბანჟგვლებიან ბლოგზე ^^

  2. მდაა.. არ იტვირთება სიმღერა :ს
    დაწერე მაინც რა უნდა იყოს

  3. moiashi said:

    ანიმე, იაპონია… ჩაი. აი კიდევ ძალიან ბევრია ვერც კი გამოვარჩევ ამათზე მე ვგიჟდები (მზე)

  4. ვიზიარებ შენს ინტერესებს…ვფიქრობ საინტერესო ადამიანი ხარ! მაგრამ რატომ…”ბანჯგვლიანი ბლოგი” …:D

  5. მეც მაინტერესებს, რატომ ბანჯგვლიანი? :)

  6. ოჰ განსაკუთრებული არაფერია.როცა ბლოგი გავაკეთე ყველაფერზე “ბანჯგვლი ბანჯგვლის” გავიძახდი . სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ბლოგსაც “ბანჯგვლიანი” დავარქვი :D

  7. ბანჯგვლიანი : ))))))))))) რა ფერისაა ბანჯგვალი ?

  8. ზოდიაქოთი რა ხარ უკაცრავად :)

  9. BergFrau said:

    ჰრრ…

    ახლა უფრო ძალიან მედადებითები. <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.