ძლივს!!

ერთთვიანი ტანჯვა–წამების შემდეგ ძლივს ამოვისუნთქე.

ვიგრძენი, რომ მე ჩემს თავს დავუბრუნდი. საშინლად გადავიღალე :დ ნამდვილად არ მჭირდებოდა ეს საშინელი თვე(აბიტურიენტი ვარ თან..:დ))..

თავიდანვე ვიგრძენი რაც მომელოდა და ვითომ დავიმალე. ჰეჰეე.. 😀

რა დარჩა?

*საშინელი მოგონებები

* მილიარდი უაზროდ დახარჯული ცრემლი (მაპატიეთ არ მინდოდა :დ)

*ძლივს მომატებული და უკვე დაკარგული რამდენიმე ძვირფასი კილო

* გამოცდილება*

უამრავი გაცდენილი მეცადინეობა და უაზროდ დახარჯული დრო* დაკარგული ძვირფასი ადამიანი (მაგრამ რა ჩემი ბრალია?! :D)

* მოშლილი ნერვები (რომელთა დასამშვიდებლად წამლის ყლაპვა მიწევს)

მოშლილი ნერვებზე გამახსენდა.. დღეს კომპიუტერთან ბედნიერი დავჯექი და

ნერვები მომეშალა

* ჩემს ბიძაშვილზე.

ახალი პროგრამა ჩაწერა და ყველა სურათი რაც მქონდა გადმოწერილი წაიშალა. არა მარტო სურათი თან.. აააა აააა ააააა ააააა ააააა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მერამდენედ ბლიინ… როგორც ინტერნეტის მომხმარებელი ყოველი დედალი ( და არა მარტო) მეც ვაგროვებ(თუმცა ყველა არ აგროვებს, ახალგაზრდა დედლები უფრო :D) სურათებს, ილუსტრაციებს უფრო 😕 და მტკივნეულად განვიცადე. მაგრამ პირველად არ ხდება :\

* ჩემს აიპოდზე

ჯერ რომ არ სკრობლავს ხო ეგ მიშლის ნერვებს, მეორეც ურევს მაგრა

დებილი ეგ :\

* ჩემს თავზე

ამდენი ხანი რატომ მეძინა

* ვორდპრესზე

რატომ წაშალე შე უტვინო ჩემი ძველი პოსტები????

ჰოდა

გამარჯობა ძველო დღიურო.

იცი დღიურო, მინდოდა ნამდვილი დღიური მქონოდა მაგრამ სულ ეჭვი მექნება რომ ვიღაცის გრძელი ხელები მისწვდებიან და წაიკითხავენ. მირჩვენია აქ ვწერო. ვიცი მაინც, რომ შეიძლება ვინმემ წაიკითხოს.

 

 

Home Is Wherever I’m With You

დიდი არაფერი მაგრამ ეს!!

:3

ოოოჰ ჰოუუმ ..

ვთქვი ” გამარჯობა”
საყელური მოვარგე ყელზე,
ჯაჭვი შევაბი,
მწევარივით სუნზე დავგეშე.
დავიცდი,
ამ ჩემს ” გამარჯობას” ვინმეს მივუქსევ,
რომ გაიმეტოს გალოკილი ძვალივით სიტყვა –
” გაგიმარჯოს”.
რადგან სიტყვები მრავლდებიან როგორც ბოცვრები.
ყველა ბაგიდან
ბუნაგიდან
ყველა სოროდან
ბრმა და სლიპინა სიტყვა მოძვრება:
– რას შვრები
– კარგად
– როგორ ხარ
– არაფერს.
დღეს მისალმება კეთრზე უფრო გადამდებია
და ამ ფორმულებს
წვეთოვანს და ვირუს – ბაცილებს
შენი ყველაზე საყვარელი მაისურიდან
ვერანაირი სუპერფხვნილი ვეღარ აცილებს.
ვთქვი ” გამარჯობა”
“გამარჯობა” ქალაქში დაძრწის
რომ გამარჯობა სახადივით ყველას გადასდოს,
კბილები ენას გვისერავენ –
რადგან ყოველთვის ” ისე რა” ვართ.
“კარგად” – არასდროს. 

დიანა ანფიმიადი

 

 

მგონი დავაშავე.

მგონი კიარადა კი. მე ცუდი არაფერი მინდოდა, მართლა.

მაგრამ ვერ მიხვდებიან.

 

 

 

დღეს ქართულის მასწავლებელმაც შეგვახსენა,  უკვე დროა გაიზარდოთო.

მე ვგრძნობ რომ გავიზარდე.

დღეს ვფიქრობდი ამაზე. და კიდევ.. მაინტერესებს სხვების აზრზე რატომ ვარ ასე ძალიან დამოკიდებული.. ავადმყოფურად დამოკიდებული –_–

წიქარაში ხოა სავარცხლიდან რომ იზრდება ტყე?.

უი

ვფიქრობდი მთელი დილა რა დამავიწყდა. დედას უნდა დავურეკო საქსოვი ჩხირები უნდა მიყიდოს XD

რატომ მინდა ყველაფერი ერთად ? –.–

მერე არაფერი არ მაქვს :))

 

 

ამ გაპრუწულ პოსტში უკვე სამჯერ დავწერე ‘ვფიქრობდი’. :))

ჰაიდედასა 😀

გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.